ადამიანებს, რომლებიც თეირანში სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას,“ სინამდვილეში ამერიკისთვის ცუდი არ უნდათ. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა.
„ეს შედეგია გასულ წლებში შეერთებული შტატების წინააღმდეგ არასწორი პოლიტიკის წარმოებით, მაგალითად, ირან-ერაყის ომის დროს ჰუსეინის მხარდაჭერით. პარასკევის ლოცვებზე ირანში ხშირად სკანდირებენ „სიკვდილი ამერიკას,“ მაგრამ სინამდვილეში ირანელი ხალხი პატივს სცემს შეერთებულ შტატებს და არ უნდა ომი,“-აღნიშნა როუჰანიმ ტელეარხ CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში.