ყოფილი ,,ნაციონალები” ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ოქტომბერში გეგმავენ. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ყოფილმა ,,ნაციონალმა” და ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის” წევრმა, გოგა ხაჩიძემ განაცხადა.
,,ახალი პარტია და ყრილობა იქნება ძალიან მალე”, _აცხადებს ხაჩიძე.
კითხვაზე - კონკრეტულად, როდის შეიძლება ვიხილოთ ახალი პოლიტიკური პარტია, დეპუტატი აცხადებს:
,,ნოემებრში არა, დიდი ალბათობით ოქტომბერში”.
ხაჩიძე უახლოესი დღეებისთვის, პარლამენტში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებასაც აანონსებს.
,,ახალ ფრაქციას იხილავთ მალე, ერთ და ორ თვეში არა, უახლოეს პერიოდში”, _აცხადებს ხაჩიძე.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ,,ნაცმოძრაობა” ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დატოვა. მათ ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი” ჩამოაყალიბეს.