რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულმა ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ნათესავების წერილის გამოძიების მოთხოვნით მიმართა.
როგორც ჯარისკაცების მშობლები ირწმუნებიან, მათ შვილებს რომელიღაც ცხელ ქვეყანაში გასაგზავნად ამზადებენ, რის შესახებაც მათ ოფიცრებმა უკვე აცნობეს. წერილის ავტორები შიშობენ, რომ ეს ქვეყანა შესაძლოა სირია იყოს.
რუსეთის თავდაცვის უწყებას საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.