ერთ წელიწადში თბილისსა და რუსთავს ახალი მაგისტრალი დააკავშირებს. შესაბამისი პროექტის პრეზენტაცია რუსთავში, მთავრობის დღევანდელ გასვლით სხომაზე გაიმართება. პროექტს მინისტრთა კაბინეტს გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლეიშვილი გააცნობს.
როგორც ნიკოლეიშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა,
ახალი მაგისტრალის მშენებლობა ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება, მშენებლობა კი წლის ბოლოსთვის დაიწყება.
"ერთ წელიწადში თბილისსა და რუსთავს ახალი მაგისტრალი დააკავშირებს. ეს იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად გაყვანილი ჩქაროსნული გზა, რომლის მეშვეობითაც რუსთავიდან თბილისში ჩასვლა რამდენიმე წუთში გახდება შესაძლებელი", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გასვლითი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აღნიშნულის გარდა, მინისტრთა კაბინეტი დღეს კიდევ ერთი - რუსთავში იუსტიციის სახლის მშენებლობის პროექტს განიხილავენ, რომელსაც მთავრობის წევრებს საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი წარუდგენს.
სხდომის დღის წესრიგითYსულ 51 საკითხის განხილვაა დაგეგმილი.