პრეზიდენად არჩევის შემთხვევაში დონალდ ტრამპი მზადაა საპრეზიდენტო ხელფასზე უარი თქვას. ამის შესახებ მან ნიუ ჰემფშირელ ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
“პირველი, რასაც გავაკეთებ, ხელფასზე უარს ვიტყვი. წელიწადში 400 ათას დოლარზე უარის თქმა ჩემთვის პრობლემა არ არის,”-აღნიშნა ტრამპმა.
ამ დროისათვის პრეზიდენტობის კანდიდატის ქონება 4 მილიარდ 100 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ფორბსის მილიარდერთა რეიტინგში ის 405-ე ადგილს იკავებს.