ხორვატიამ მიგრანტთა ნაკადის შესაკავებლად სერბეთის საზღვარი ჩაკეტა. არსებული 8 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. მანამდე ხორვატიის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ლტოლვილების მიღება აღარ შეუძლია. მხოლოდ ბოლო 3 დღის განმავლობაში ხორვატიის საზღვარი 7 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. ხორვატიის მიმართულებით მიგრანტთა ნაკადი მას შემდეგ დაიძრა, რაც უნგრეთმა მათ საზღვარი ჩაუკეტა.