"ეროვნული ფორუმის" ლიდერებმა დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩს დენის კიფს ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც ბრიტანელ დიპლომატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კახაბერ შარტავამ განუცხადა, დენის კიფთან საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
"ბრიტანეთის ელჩს მოვახსენეთ, რომ არჩევნების თემაზე კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს მეგობარი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს მოვიწვეთ და იმ ვითარებას გავცნობთ, რომელიც დღეისთვისაა საარჩევნო გარემოში შექმნილი. ასევე ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზეც, რომლიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას", - განაცხადა შარტავამ.
მისვე თქმით, ბრიტანეთის ელჩთან გარდა საარჩევნო გარემოს, საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც მიმოიხილეს, კერძოდ, კი ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი, თუ რა პერსპექტივები გავაქვს ამ კუთხით.
ამასთან, ეროვნული ფორუმი უახლოეს მომავალში მსგავსი შეხვედრების გამართვას გერმანიის და თურქეთის ელჩებთანაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ "ფორუმმა" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრები საფრანგეთის, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებთან უკვე გამართა.