იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კიევმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა მას 3 წლით აეკრძალა.
რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ბერლუსკონის ვიზიტი გახდა. იტალიის ექსპრემიერი ნახევარკუნძულს გასულ კვირას სტუმრობდა.
მანამდე კიევმა შავ სიაში ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიეც შეიყვანა.