სააკაშვილი ოდესაში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების პირობას იძლევა. ამის შესახებ მან უკრაინული „მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ მოსყიდვებს და გაყალბებებს ადგილი არ ექნება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას არა მმართველი პარტიის, არამედ დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს.