ძლიერი მიწისძვრა ჩილეში. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ ქალაქ ვალპარაისოში 7,9 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრამ პერუსა და ჩილეს სანაპიროებთან ცუნამის საფრთხე წარმოქმნა.
სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი ადამიანის დაღუპვის შესახებაც.