თუშეთში მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ინგრევა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა განუცხადეს, კოშკს რამდენიმე წელია რაც ბზარები გაუჩნდა და ამ დროისთვის ერთ-ერთი კედელი უკვე შუაზე გაიხსნა.
ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული ძეგლების რეაბილიტაციისათვის წელს 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 3 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო, 4 მილიონი კი ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან.
ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ მოხდება თუ არა წელს თუშეთის ისტორიული კოშკის რეაბილიტაცია. თუშეთის მაცხოვრებლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწრაფოდ არ ჩაუტარდა, კოშკი მთლიანად ჩამოიშლება.