საქართველოში ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩის ივან იესტრჟაბის განცხადებით, საქართველოს და ჩეხეთს შორის ენერგო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
"ენერგო უსაფრთხოება - ეს არის თემა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ჩეხეთს და მთლიანად ალიანსში შემავალ ქვეყნების ინტერეს წამოაგეს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებში ქართული მხარე აქტიურად არის ჩართული. ჩვენი მიზანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ენერგო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს", - განაცხადა ივან იესტრჟაბმა.
ამასთან, ჩეხმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სემინარზე ენერგო უსაფრთხოების კუთხით მთელ რიგ კითხვებს პასუხების გაეცემა და შეხვედრა წარმატებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ენერგო უსაფრთხოების შესახებ სემინარი 5-6 მაისს გაიმართება, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან.