მსოფლიო ბანკი უკრაინას 500 მილიონიან კრედიტს გამოუყოფს. სოლიდური თანხა ქვეყანაში ფინანსური სექტორის სტაბილურობას მოხმარდება. ამასთან, დონორმა ორგანიზაციამ კიევს დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 2015 წლის ბოლომდე უკრაინა ფინანსური დახმარების სახით 2 მილიარდამდე დოლარს მიიღებს.