ბირთვული პროგრამის შესახებ თეირანთან მიღწეული შეთანხმება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გარიგებაა მსოფლიოს ისტორიაში. ამის შესახებ აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ის ირანის უმაღლეს ლიდერს ქვეყნის ლიდერად არასდროს აღიარებს. „ადამიანმა, რომელსაც ობამა ირანის უმაღლეს ლიდერს უწოდებს, ამ იაფფასიანი შეთანხმების მეორე დღესვე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან საქმე არასდროს ექნება. ამ სამარცხვინო გარიგების გამო თეირანი ბირთვულ იარაღს გაცილებით მალე შექმნის. სამარცხვინოა ისიც, რომ გარიგებაში შევდივართ ქვეყანასთან, სადაც ჩვენი 4 მოქალაქე დღემდე პატიმრობაში ჰყავთ,“-აღნიშნა ტრამპმა.