სირიაში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ამბოხებულებმა გამთენიისას სახელისუფლო ძალების მიერ კონტროლირებადი ალეპოს რამდენიმე უბანი დაბომბეს.
შეტაკებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 14 ბავშვია.
მანამდე ამბოხებულებმა მასშტაბური ტერორისტული აქტი ჰასაკას რაიონში განახორციელეს. დანაღმული მანქანის აფეთქებას 7 ადამიანი შეეწირა.