აშშ სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განმარტებები მოსთხოვა. ამერიკის პირველი დიპლომატი იმით დაინტერესდა, თუ რა გეგმები აქვს რუსეთს სირიაში.
ჯონ ქერიმ რუს კოლეგას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მოსკოვის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა კონფლიქტს კიდევ უფრო გააჭიანურებს, რაც რეგიონის უსაფრთხოებაზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშშ სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვს ტელეფონით უკვე მესამედ დაუკავშირდა.