უნგრეთის ხელისუფლებამ სერბეთის მოსაზღვრე ორ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ლტოლვილთა მოზღვავებული ნაკადი გახდა, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას არალეგალურად ცდილობენ.
დღეს დილიდან უნგრეთში გამკაცრებული ნორმებიც ამოქმედდა. ახალი კანონი პოლიციას არალეგალების დაპატიმრების უფლებასაც აძლევს. სამართალდამცავები სერბეთის სასაზღვრო მონაკვეთზე მიგრანტებს უკვე აკავებენ.