უკრაინელ სამხედრო მფრინავს, ნადეჟდა სავჩენკოს როსტოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ 6 თვით გაუგრძელა.
განსასჯელის ადვოკატები სასამართლო დარბაზიდან მის გათავისუფლებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ სავჩენკო ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა.
სამშობლოში გმირად შერაცხული სავჩენკო რუსების ტყვეობაში უკვე მეორე წელია, იმყოფება. მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.