სერ ელტონ ჯონს რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა და შეხვედრა აღუთქვა. ამის შესახებ ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.
„მადლობა პრეზიდენტ პუტინს იმისთვის, რომ პირადად დამირეკა და ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად ველი,“-წერს მომღერალი.
კრემლის ლიდერთან ელტონ ჯონს ლგბტ საზოგადოების უფლებების თემის განხილვა სურს.