სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" ენერგო უსაფრთხოების შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების სემინარი გაიხსნა.
როგორც სემინარის დაწყების წინ საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, დღევანდელი ღონისძიება ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს ინიციატივით იმართება, რომელსაც საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს.
"საქართველო ნატოში ინტეგრაციის კუთხით წინ მიდის, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ენერგო და ენერგო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხები. დღევანდელ სემინარზე კი სწორედ აღნიშნული თემები იქნება განხილული", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, სემინარის ფარგლებში განხილული თემები როგორც საქართველოსთვის უსაფრთხოების კუთხით, ასევე ნატოში შემავალი ქვეყნებისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ენერგო უსაფრთხოების შესახებ სემინარი 5-6 მაისს გაიმართება, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებიან.