რუსეთი სირიის სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას არ შეწვეტს და საერთაშორისო საზოგადოებასაც სირიის მოქმედი რეჟიმის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ჩვენ ვეხმარებით სირიის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში, ვუწევთ სამხედრო-ტექნიკურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, იგივე გააკეთონ,“-აღნიშნა პუტინმა.
კრემლის ლიდერის არგუმენტების არ სჯერა ვაშინგტონს. თეთრმა სახლმა მოსკოვის მიერ დამასკოს მხარდაჭერის გამო შეშფოთება დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა და რუსეთს საერთაშორისო იზოლაციით დაემუქრა.