"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა. სათამაშო აპარატების სალონები ქუჩიდან არ უნდა ჩანდეს. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება სამორინეებთან დაკავშირებული არსებული პრინციპის თანახმად. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
დღეს მოქმედი კანონით, სამორინეებს და ტოტალიზატორებში თამაშობების ჩასატარებელი სპეციალური ადგილი შენობის გარეთა მხრიდან არ უნდა ჩანდეს. ასევე არ უნდა ჩანდეს სალონი, თუკი მდებარეობს რაიმე შენობაში სხვა ოფისებთან ერთად. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, აღნიშნული პრინციპი განხორციელდება სათამაშო აპარატების სალონებზედაც.