„ წარმოსახვით ქვეყნებში, როგორც წესი, მონიტორინგს არ ვაწარმოებ,“-ასე პასუხობს გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერს, იგორ პლოტნიცკის, რომელმაც ის დეფაქტო არჩევნებზე დამკვირვებლად მიიწვია.
„მიუხედავად ამისა, მადლობელი ვარ ამ უნიკალური მიწვევისთვის. თუ დეფაქტო ლუგანსკის რესპუბლიკა მართლაც არის დაინტერესებული დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით, მე მათ მოვუწოდებ, იარაღი დაყარონ და არჩევნები თავისუფალი და ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში ჩაატარონ,“-აცხადებს მაკკეინი.