იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სირიის მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდაჭერას განაგრძობს, რუსეთს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
„თუ რუსეთი საერთაშორისო კოალიციას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში არ შეუერთდება და ასადის მხარდაჭერას განაგრძობს, ამით ანტიტერორისტულ კოალიციას დაუპირისპირდება. ამ შემთხვევაში მოსკოვს საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება,“-აღნიშნა ერნესტმა.