რუსეთი სირიაში ავიაბაზის მოდერნიზებას გეგმავს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლატაკიის ავიაბაზაზე სამხედრო ძალისა და აღჭურვილობის განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა.
ის, რომ რუსეთი სირიის მოქმედ ხელისუფლებას ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში იარაღით ეხმარება, ცოტა ხნის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც აღიარა, ვაშინგტონი კი შიშობს, რომ მოსკოვის მხარდაჭერა ასადის დასუსტებულ რეჟიმს გააძლიერებს.