უნგრეთის პოლიციამ სერბეთის საზღვარზე დამცავი ბარიერის მშენებლობა დაასრულა. დღეიდან სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავებს არალეგალ მიგრანტთა დაკავებისა და მათთვის ბრალდების წაყენების უფლება ექნებათ.
როგორც უნგრეთის ხელისუფლება აცხადებს, დღეიდან არალეგალებს საზღვარზე დააკავებენ და უკან, სერბეთში დააბრუნებენ. მათ კი, ვინც დამცავი ბარიერების დაზიანებით საზღვრის გადაკვეთას შეეცდება, 3-წლიანი პატიმრობა ელით. ასევე ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ არალეგალთა გადამყვან ფიზიკურ პირებს.