საბერძნეთის სანაპიროებთან ლტოლვილთა ნავი ჩაიძირა. ტრაგედია გვიან ღამით კუნძულ ფარმაკონისთან დატრიალდა. კატასტროფას 34 მიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვია. ინციდენტისას ნავში 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 30-მდე მიგრანტი მაშველებმა გადაარჩინეს.