ბრიტანეთი თავშესაფარს 50 ათას სირიელ ლტოლვილს მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ლიბანში ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას განაცხადა.
ბეირუთში ბრიტანეთის პრემიერი დღეს დილით ჩავიდა. დღის ბოლომდე ის ლიბანელ კოლეგას, თამომ სალიამის შეხვდება.
დღეისათვის ლიბანში 1,5 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.