უმაღლეს რადასთან უწესრიგობები რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიტანული Independent-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის მოსკოვის ცნობილი ტაქტიკა- რუსეთი უკვე ვითარების დესტაბილიზაციას არა აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ კიევში ცდილობს. ამაზეც მოწმობს ის ფაქტიც, რომ უწესრიგობებში არამხოლოდ მტრულად განწყობილი ოლიგარქები, არამედ რუსული ელემენტებიც მონაწილეობდნენ,“-აღნიშნა პოროშენკომ.