ჩეხეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ავსტრიასა და გერმანიას შორის სარკინიგზო მიმოსვლის დროებით შეჩერების გამო ლტოლვილთა ნაკადი ჩეხეთს მიაწყდება. ჩეხეთის შს მინისტრმა მილან ხოვანეცმა ავსტრიის საზღვართან უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ზომების შესახებ სპეციალური განკარგულება გამოსცა. მანამდე ანალოგიური ზომები გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მეზიერმა მიიღო, რაც მთლიანობაში შენგენის შეთანხმების პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები საკუთარ ტერიტორიებზე საზღვრების კონტროლის უფლებას იტოვებენ.