დემოკრატიული კოალიციის საარჩევნო შტაბმა კოსტრომში დამარცხება აღიარა. მანამდე კოალიცია ირწმუნებოდა, რომ 5 პროცენტიანი ბარიერი გადალახა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ილიაიაშინი კოსტრომის სათათბიროს წევრი უნდა გამხდარიყო. დღეს დილით კი კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.