კალათბურთში საქართველო-ლიტვის მერვედფინალური მატჩის ნახვა დღეს, მსურველებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ.
ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
მერიის ინფორმაციით, გულშემატკივრები 23:00 საათიდან პირდაპირ ეთერში, დიდ ეკრანზე შეძლებენ მატჩის მსვლელობას თვალი ადევნონ.
1/8 ფინალში ქართველი კალათბურთელები D ჯგუფის გამარჯვებულ ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი საფრანგეთში, ქალაქ ლილში დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.