ეგვიპტეში მთავრობა გადადგა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ პრეზიდენტს უკვე მიმართა.
"პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ მაჰლაბმა, მთავრობის გადადგომის შესახებ, პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის აცნობა, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაეთანხმა", - ნათქვამია ეგვიპტის მთავრობის ოფიციალური განცხადებაში.
მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერ უცნობია. მოსახლეობის ნაწილი მომხდარს რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრის დაკავების ფაქტს უკავშირებს. მას კორუფციაში ედება ბრალი.