ამერიკელი მაგნატის დონალდ ტრამპის რეიტინგი 8 %-ით გიზარდა. ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მიზანმიმართულად მიიწევს წინ.
ბოლო კვლევების მიხედვით, ტრამპმა მოახერხა საკუთარი რეიტინგი ისეთ სეგმენტებში გაეზარდა, სადაც ტრადიციულად პრობლემები ჰქონდა.
ქალებში მისი პოპულარულობა 20-დან 33 %-მდე გაიზარდა, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე რესპოდენტებში კი 16-დან 28 %-მდე.
”რესპუბლიკური” პარტიის კანდიდატებს შორის მეორე ადგილზეა ნეიროქირურგი ბენ კარსონი, ხოლო ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში მესამე პოზიციაზეა.