ევროკავშირმა უკრაინის მოქალაქეებისთვის, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა დადგენილი კრიტერიუმი ბოლომდე არ იქნება შესრულებული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა ვლადიმირ ოგრიზკომ განაცხადა.
„არ გამოვრიცხავ ასეთ ვითარებასაც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარკვეული ელემენტები საკმარისი ხარისხით არ იქნება შესრულებული, გაიმარჯვებს პოლიტიკური აზროვნება, მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც პოზიტიური იქნება უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ოგრიზკომ.
დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის შემოღებით, უკრაინას რეფორმების გასატარებლად ქმედით ნაბიჯებს გადაადგმევინებს.
რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფობოდა ევროკავშირის შემფასებელი კომისია. კომისია დეკემბრისთვის მომზადებს საფინალო მოხსენებას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, გაუუქმოს თუ არა უკრაინას სავიზო რეჟიმი მომავალი წლიდან.