აშშ, 2016 საბიუჯეტო წლიდან, რომელიც 1 ოქტომბერს იწყება, 10 ათას სირიელ ლტოლვილს მიიღებს. გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-მ ქვეყანაში ცხოვრების უფლება 1500 სირიელს მისცა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერის ჯოშ ერნესტის განცხადებით, დევნილებთან დაკავშირებული კრიზისის პირობებში, აშშ-ის მხრიდან ყველაზე ეფექტურია ფინასური დახმარება.
მისი თქმით, აშშ-მა ამ მიზნისთვის 4 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.
ჯოშ ერნესტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილება, 10 ათასი დევნილის მიღების შესახებ, კიდევ უფრო გაზრდის აშშ-ის წვლილს საკითხის გადაწყვეტაში.