რუსეთმა, უკრაინის საზღვართან, 300 ჰექტარზე სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმახიას ..როიტერსი” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა მძლავრი სამხედრო ბაზის აგება დაიწყო ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან. ,,როიტერსის” თანახმად, მუშებმა 7 სექტემბერს უკვე შემოავლეს ღობე სამშენებლო უბნის პერიმეტრზე პატარა ქალაქ ვალიუკიში. სააგენტოს თანახმად, რომელმაც მშენებლობის გეგმა ნახა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ბაზის აშენებას აპირებს 300 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსდება სამხედრო ყაზარმები 3500 ჯარისკაცზე, საწვრთნელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სასრიალო მოედნითა და საცურაო აუზით.
რუსეთის სამხედრო უწყება ბაზას ქვეითების, არტილერისტების, მეზენიტეებისა და ტანკის მძღოლ-მექანიკოსების გასაწვრთნელად გამოიყენებს .