რუსეთის გენერალური პროკურატურა ჩეჩნეთის ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კადიროვი სამხრეთ სახალინის ოლქის მოსამართლისა და პროკურორის გასამართლებას პირადად აპირებს. ამის მიზეზი მათ მიერ გაკეთებული განცხადება გახდა იმის შესახებ, რომ ყურანი გარკვეულ ექსტრემისტულ ელემენტებს შეიცავს. აღშფოთებულმა კადიროვმა მოსამართლე და პროკურორი ჩვეული ეპიტეთებით მოიხსენია და მათი გასამართლებით დაიმუქრა, რასაც გენერალური პროკურატურის მხრიდან ოფიციალური განცხადება მოჰყვა. „დაუშვებელია მოსამართლისა და პროკურორის შეურაცხყოფა და მით უმეტეს, ამის საჯაროდ გაკეთება,“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.