რუსეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა.
„რუსეთთან ცივი ომის პოლიტიკის წარმოება სერიოზული შეცდომაა. რუსეთი ჩვენ გვჭირდება სირიაში ისლამისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც დონეცკში ხდება,“-აღნიშნა სარკოზიმ.
მისივე თქმით, რუსეთი „დიდ რვიანს“ უნდა დაუბრუნდეს და ევროპასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკება უნდა გააქტიურდეს.