ნატოს გენერალური მდივანი სირიაში რუსეთის აქტივობით შეშფოთებულია. საგანგებო განცხადება იენს სტოლტენბერგმა გვიან ღამით გაავრცელა.
„შეშფოთებული ვარ სირიაში რუსეთის სამხედრო გააქტიურებით, რაც კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციას გამოიწვევს,“-აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მანამდე სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის ყოფნის გამო შეშფოთება აშშ სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ გამოთქვა.