ავსტრალია სირიიდან და ერაყიდან დამატებით 12 ათას ლტოლვილს მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა განაცხადა. მისივე თქმით, ავსტრალია თავშესაფარს იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში მყოფ ლტოლვილებს მისცემს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ბავშვებზე იქნება გადატანილი.