კიევი მოსკოვს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ფსიქიატრიულ შემოწმებას ურჩევს. საგანგებო განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ოლგა ლაპომ გააკეთა.
მისი თქმით, ალექსანდრ ბასტირკინის განცხადება იმის შესახებ, თითქოსდა პრემიერი იაცენიუკი ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, სრული აფსურდია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსენი იაცენიუკი 1994-1995 წლებში გროზნოსთვის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, ბასტრიკინმა გუშინ გაავრცელა.