ტაჯიკეთში მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება. სამართალდამცავებმა ყოფილი გენერლის, აბდულხალიმ ნაზარზოდეს მომხრე კიდევ 7 პირი დააკავა. ამბოხების ერთი მონაწილე სპეცოპერაციას ემსხვერპლა. ამბოხებულთა დაკავება ტაჯიკეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ მილიციის ბლოკ-პოსტებზე თავდასხმები განახორციელეს. თავად ნაზარზოდე ტერაქტებთან კავშირს უარყოფს.