მორიგი თავდასხმა თურქეთში. ანკარაში ადგილობრივი ნაციონალისტები თავს პროქურთული ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინას დაესხნენ. დემონსტრანტთა ჯგუფმა შენობისთვის ცეცხლის გაჩენაც სცადა, რაშიც მათ ხელი პოლიციამ შეუშალა. მოგვიანებით თანამოქალაქეებს სიმშვიდისკენ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა.
„მედიასაშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების ოფისებზე თავდასხმა და მათი პირადი საკუთრების ხელყოფა ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია,“-განაცხადა ახმეტ დავიდოღლუმ.
მანამდე თურქეთის არმიამ ერაყის ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქურთისტანის შრომის პარტიის მებრძოლებმა თურქ პოლიციელებზე თავდასხმა განახორციელეს.