გვატემალას საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ლიდერობს. კომიკოსმა ჯიმი მორალესმა ამომრჩეველთა ხმების 24 პროცენტი მოიპოვა. მას მცირედი სხვაობით ჩამორჩებიან ყოფილი პირველი ლედი სანდრა ტორესი და ბიზნესმენი მანუელ ბალდისონი. არჩევნების მეორე ტური გვატემალაში ოქტომბერში გაიმართება. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გვატემალაში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის პრეზიდენტი ოტო პერესი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.