სომხეთი რუსეთისგან ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასად მიიღეს. შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოსკოვში მიაღწიეს, სადაც სერჟ სარგსიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მხარეთა შეთანხმებით, სომხეთი ათას კუბამეტრ გაზს 165 დოლარად მიიღებს, რაც დღემდე მოქმედ ტარიფზე 25 დოლარით ნაკლებია. გარდა ამისა, მოსკოვი ერევანს სამხედრო არსენალის შესავსებად 200 მილიონიან შეღავათიან კრედიტს გამოუყოფს.