სირიაში ორი ცნობილი ბრიტანელი ჯიჰადისტი მოკლეს. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები რიად ჰანი და რუჰულ ამინი საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ.
ავიადარტყმები რაკას რაიონში ბრიტანულმა ავიაციამ განახორციელა.
ჯიჰადისტთა დაღუპვის ფაქტი ცოტა ხნის წინ პრემიერმა დევიდ ქემერონმაც დაადასტურა. მისივე თქმით, ტერორისტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ბარბაროსული ტავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.