გსურთ თუ არა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად?-პეტიციას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ხელი უკვე 25 360-მა ადამიანმა მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოროშენკო საინიციატივო ჯგუფის წინადადებას განიხილავს. თავად სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია პრემიერად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ კატეგორიულად უარყო, გვიან ღამით კი ტელეარხ აი-სი-ტი-ვი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოდესის გუბერნატორმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფო აპარატის დემორალიზაციის გამო შესაძლოა უკრაინაში მთავრობა შეიცვალოს. საქართველოს ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსები ლეგიტიმურობას კარგავენ, რაზეც ბოლო სოციალური გამოკითხვებიც მოწმობს, მუკაჩევოსა და უმაღლეს რადასთან გასულ თვეში მომხდარი ინციდენტები კი იმის მანიშნებელია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები არაეფექტურად მუშაობენ.