უნგრეთში ლტოლვილთა ახალი ნაკადი შეიჭრა. რამდენიმე ასეულმა მიგრანტმა სერბეთი-უნგრეთის საზღვარზე პოლიციის დერეფანი გაარღვია და ბუდაპეშტის მიმართულებით მიემართება. ღამით ლტოლვილები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დაბანაკდნენ. გათენება მათ ღია ცის ქვეშ მოუხდათ. ისინი სამართალდამცავთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ცნობილი ხდება ისიც, რომ შექმნილი ვითარების გამო თანამდებობა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა ჩაბა გენდემ დატოვა.