საფრანგეთი სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტეროტორიაზე ავიაიერიშებს იწყებს -ამის შესახებ ოფიციალური განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გააკეთა.
მისი თქმით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე დაევალა სირიის საზღვართან სადაზვერვო ფრენების ორგანიზება, რაც პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგულ ავიაციას რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიშის საშუალებას მისცემს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს შექმნილი კრიზისული ვითარებით ახსნა, რაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე კონფლიქტების გაღვივებითა და მიგრანტების კრიზისითაა გამოწვეული.
ფრანსუა ოლანდის ინფორმაციით, საფრანგეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ გეგმავს.